|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კინჩხას კანიონთან მამაკაცი დაიღუპა

ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხას კანიონთან ვიზიტორი გარდაიცვალა.  

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა.

 როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა კაცი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა. მან მძიმე დაზიანებები მიიღო, რის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

 გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: