კინო, როგორც ხიდი კულტურებს შორის - მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ქუთაისში
ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 16 ნოემბრს გაიხსნება და 19 ნოემბრის ჩათვლით ქალაქი კინოსთან სხვადასხვა დაკავშირებული სფეროს წარმომადგენლებს უმასპინლებს.
ფესტივალი ქუთაისის მერიის ორგანიზებით იმართება. მერიის კულტურის განყოფილების უფროსის თამთა თურმანიძის განცხადებით, ფესტივალის სახელი სიმბოლურია და უკავშირდება როგორც ქალაქის ისტორიულ ხიდს, ასევე კულტურულ ურთიერთობებს.
"დიდი ხნის განმავლობაში ვამბობთ და ვიმეორებთ, რომ ქუთაისი არის ქალაქი, საიდანაც დაიწყო ქართული კინოს ისტორია, სწორედ ამიტომაც, 2014 წელს თვითმმათველობის ინიციატივით, კინო " საქართველოს" წინ ვასილ ამაშუკელის ძეგლი დაიდგა. ყოველთვის მქონდა უკმარისობის გრძნობა, რომ ქუთაისი მოწყვეტილი იყო დიდ კინოსამყაროს და აუცილებელი არის, რომ ქალაქის, რომელმაც საქართველოს რეზო გაბრიაძე, რეზო ჭეიშვილი და სხვა ცნობილი ადამიანები მისცა, უნდა იყოს კინო რუკაზე, ამიტომაც ვფიქრობთ, მომავალი წლიდან ქუთაისში ყოველწლიურად გაიმართოს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, სახლეწოდებით "თეთრი ხიდი", ეს სახელწოდებაც არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ "თეთრი ხიდი" არის ჩვენი ქალაქის სიმბოლო, გარდა ამისა, დაკავშირებულია რეზო გაბრიაძის სახელთან. მან ძალიან დიდი პოპულარიზაცია გაუწია ხიდს, ასევე "პიკასოს ბიჭი", რომელიც განთავსებულია ხიდზე არჩვეულებრივი გამოფენის პერსონაჟია და გარდა ამისა, სლოგანი არის კინო, როგორც ხიდი კულტურებს შორის"-განაცხადა თამთა თურმანიძემ.
ფესტივალი კინო "საქართველოში" გაიმართება და შეიძლება რეზო გაბრიაძე დაესწროს. წელს ფესტივალი ტარდება საქართველოს კინო ცენტრთან თანამშრომლობით, ფილმების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
უცნობია, რა თანხაა განსაზღვრული ფესტივალის ორგანიზებისათვის. ცნობილია, რომ ფესტივალს მრავალრიცხოვანი სტუმრები ეყოლება. ფესტივალის მონაწილეების სასტუმროს მომსახურებისთვის მერიამ 15 000 ლარი გამოყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















