"კლინიკებში გულგრილობა სისტემური პრობლემაა, რასაც შესაძლოა, ფატალური შედეგი მოყვეს"
სამედიცინო კლინიკებში გულგრილობა სისტემური პრობლემაა, რასაც შესაძლოა ფატალური შედეგი მოყვეს - აცხადებს . არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წევრი ვახტანგ სიხარულიძე, რომელიც ექიმებს არასათანადო მოპყრობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.
როგორც ვახტანგ სიხარულიძე აცხადებს, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ინტოქსიკაციის ნიშნებით მივიდა, თუმცა პირველადი დახმარებაც არ აღმოუჩინეს და სხვა კლინიკაში წასვლა ურჩიეს.
"ავტომობილით მივედი კლინიკაში, ინტოქსიკაციის ნიშნები მქონდა, ვიყავი სუსტად, მაგრამ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში დახმარებაზე უარი მითხრეს. ტოქსიკოლოგი არ გვყავსო. რომ ვკითხე, ცუდად ვარ, როგორ წავიდეთქო, მითხრეს, როგორც მოხვედი, ისე წადიო. წნევაც არ გამისინჯეს, იქნებ ვიტყუებოდი, არ უნდა შეემოწმებინათ? ამასობაში მდგომარეობა დამძიმდა და ძლივს მივედი კლინიკაში, სადაც დადგინდა ინტოქსიკაცია", -აცხადებს ვახტანგ სიხარულიძე.
მისი თქმით, ამ დრომდე ელოდებოდა კლინიკის ადმინისტრაციის რეაგირებას, რადგან არ მოყვა სათანადო პასუხი, ამიტომ წერილობით, მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს და ელოდება რეაგირებას.
ინტერვენციული მედიცინის ცენტრში განაცხადეს, რომ საკითხს შეისწავლიან, რის შემდეგაც გაკეთდება კომენტარი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















