|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარს კობა ლურსმანაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებენ

ბაღდათი- ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს კობა ლურსმანაშვილს ნაციონალური მოძრაობა თაღლითობაში ადანაშაულებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2" სიუჟეტში "ოლიგარქები საქართველოს რეგიონებიდან" გაჟღერდა. 

დეპუტატის მანდატის მიღებამდე ლურსმანაშვილი ხარაგაულის გამგებელი იყო.

მისი გამგებლობის დროს,  2016 წელს, გარემონტდა ამფითეატრი, რომელიც 0,5 მილიონი ლარი დაჯდა, თუმცა, 2 წელში შენობა დაინგრა.

ლურსმანაშვილის განმარტებით, მან გამართული შენობა ჩააბარა და პასუხისმგებლობას იხსნის. 

"ამფითეატრი არის საზაფხულო მოხმარების და მას პერიოდულად დაჭირდება ალბათ ყურადღების მიქცევა იმისათვის, რომ წესრიგში იყოს. ვიზუალურად რა ჩანს ერთია,  ეს უნდა შესაფასოს ექსპერტმა", -განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა