|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კომისიის თავმჯდომარე ინფორმაციას აწვდის აქტივისტებს, თუ ვინ ვის მისცა ხმა" [VIDEO]

ინციდენტი მოხდა ქუთაისში 22-ე უბანზე. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, მათ გადაიღეს ვიდეო, კომისიის თავმჯდომარე, როგორ აწვდის ინფორმაციას აქტივისტებს, იმის შესახებ, თუ ვინ მივიდა არჩევნებზე და ვის მისცა ხმა, რასაც დამკვირვებლების უკმაყოფილება და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, ეს არის მცდელობა ამომრჩევლებზე ზეწოლის, რომ მოხდეს მათი ძალით მიყვანა.
შუშანიას თქმით, არ მისცემენ არჩევნების გაყალბების უფლებას.
ფაქტს არ ადასტურებს დავით ზივზივაძე "ყოფილი პოლოტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი, მისი თქმით, ვიდეო გადაღება არ მომხდარა და ნაციონური მოძრაობა სიცრუებს ავრცელებს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა