|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერია და კომპანია ჩუმად ცვლიდნენ პროექტს, რის გამოც ჩნდება ეჭვი კორუფციულ გარიგებაზე"

ქუთაისში "თეთრი ხიდზე"' შესრულებული სამუშაოების გამო ქალაქის მერიას "ნაციონალური მოძრაობა" აკრიტიკებს.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია მერიის და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.
 
"ხიდზე შეასრულეს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის სამუშაოები. უხარისხოდ დაამაგრეს ფილები და მინები, რაც რამდენიმე თვეში დაზიანდება. გახსნიდან ორ დღეში ზედაპირმა დაიწყო აძრობა.  ხიდზე გავლა არ იქნება უსაფრთხო ზამთარში, როდესაც რკინის გალაქული ზედაპირი გაიყინება და ზაფხულში, როდესაც რკინა გახურდება.  ამასთან, კომპანია და მერია ჩუმად ცვლიდნენ პირვანდელ პროექტს, რის გამოც ჩნდება ეჭვი კორუფციულ გარიგებაზე. შეიცვალა პროექტში დაგეგმილი სამუშაოები, მაგრამ არ შემცირებულა თანხები", -განაცხადა გიგა შუშანიამ.
შუშანია მერიის მიერ გავრცელებულ დასკვნას გამოეხმაურა, მისი თქმით, ერთია, რა წერია დასკვნაში, მეორე, რა მდგომარეობაა ხიდზე და რას ხედავენ მოქალაქეები.
შეგახსენებთ, მერიამ ხიდი 3 ნოემბერს გახსნა, თუმცა გახსნიდან ორ დღეში ცნობილი გახდა, რომ მასზე ფილების ნაწილი დამაგებული არ არის და სამუშაოებიც დაუსრულებელია. 
 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი