|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კომპანია "სვეტის" დირექტორი, გივი ჯიბლაძე დააკავეს

კომპანია "სვეტის" დირექტორი, გივი ჯიბლაძე დაკავებულია.  "კურიერის" ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლში ფინანსური პოლიცია იმყოფებოდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაჰყავთ, სადაც დაკითხავენ. საუბარია "სვეტის" კუთვნილი თანხების მიზანშეწონილობაზე. 

ადვოკატმა "კურიერთან" სატელეფონო კომენტარი გააკეთა. ვალერი გელბახიანის თქმით, ჯიბლაძე ადვოკატთან ერთად უნდა დაკითხონ. 

ჯიბლაძის სისხლის სამართლებრივი დევნა რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ჯიბლაძის დაკავებას წინ უძღვოდა სკანდალური სტატიის გამოქვეყნება გაზეთ „ქრონიკა პლუსში“.

ჟურნალისტმა ელისო კილაძე გამოაქვეყნა გივი ჯიბლაძის ხელნაწერი, სადაც ის თავად წერდა, ვის და რა ოდენობის ქრთამს აძლევდა ხელისუფლებიდან ბიზნესის მფარველობის სანაცვლოდ. ხელნაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ადრესატი და თანხის მიმღები იყო სუს-ის მოქმედი მაღალჩინოსანი, გრიგოლ ლილუაშვილი. 

"გრიგოლ ლილუაშვილი, როდესაც იყო თბილისის ვიცემერი, მას ევალებოდა ნებართვების მოპოვება და „სვეტისთვის“ გარკვეული სასათბურე პირობების შექმნა და ამ სიტუაციაში ის იღებდა იმ წილს „სვეტიდან“, რაც იყო გაფორმებული სხვადასხვა პირზე. ჯიბლაძის განმარტებითვე, კალაძის მისვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. იყო თუ არა ეს კალაძისა და ლილუაშვილის დაპირისპირება, დიახ, იყო, კალაძესა და ლილუაშვილს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც თბილისის მერიაში ვიცემერი იყო ლილუაშვილი,“- განაცხადა კილაძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია “სვეტის” დირექტორი, გივი ჯიბლაძე დააკავა. გამოძიება 180-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თაღლითობას გულისხმობს. საგამოძიებო სამსახური საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ცოტა ხანში გააკეთებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა