|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კომპანია, რომელშიც დავით დვალს ბიზნესწილი აქვს, ამ დრომდე აქტიურია"

"საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმდჯომარის დავით დვალის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დვალის მიერ გავრცელებული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. 

"საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო" ეხმაურება ბატონი დავით დვალის განცხადებას, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მიერ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შეფასების ანგარიშში მითითებულ ფაქტებთაან დაკავშირებით გააკეთა.


მის მიერ მითითებული ფაქტი, რომ შპს „დტბ ინვესტმა“ შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან საგადასახადო ორგანოსთვის კომპანიის სამეწარმეო საქმინობის შეწყვეტის შესახებ ინფრომაციის მიწოდება არ ნიშნავს სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებას. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით აღნიშნულ კომპანიას დღესაც აქტიური სტატუსი გააჩნია, ხოლო დავით დვალი შპს „დტბ ინვესტში“ 3%-იანი წილის მესაკუთრეა",-აღნიშნავენ საერთაშორისო გამჭირვალობაში.

 

 საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს თქმით, მათ აქტიური კომპანია მიუთითეს, რომელიც დეკლარაციაში აღნიშნული არ არის. 

ჩვენი პოზიცია დეკლარაციის სრულად შევსების ვალდებულებასთან დაკავშირებით გამომდინარეობს კანონმდებლობიდან, კერძოდ, “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ფ” ქვეპუნქტი ავალდებულებს საკრებულოს თავმჯდომარეს შეავსოს დეკლარაცია, რომელშიც ამავე კანონის მე-15-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის მიხედვით ასახული უნდა იყოს, საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი, მონაწილეობის ფორმა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი, წილის პროცენტული ოდენობა, საწარმოს კაპიტალის ოდენობა, მონაწილეობის პერიოდი და საანგარიშო წლის განმავლობაში საწარმოდან მიღებული შემოსავლის ოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული კანონი ავალდებულებს თანამდებობის პირებს დეკლარაციაში მიუთითონ წილი, მიუხედავად მისი პროცენტული ოდენობისა.

ამავე თემაზე : 

დავით დვალი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ბიზნესწილის 3 ლარად შეძენას სთავაზობს

 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა