|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კომუნალურ გადასახადებზე მოსახლეობას 146 890 ლარი ჩამოეწერა

სემეკის გადაწყვეტილებებით, მოსახლეობისთვის ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 146 890 ლარი შეადგინა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წლის განმავლობაში გამართულ საჯარო სხდომებზე ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებული 200-ზე მეტი დავა განიხილა.

კომისიამ იმსჯელა მოქალაქეთა საჩივრებზე, რომლებიც შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.

კომისიის გადაწყვეტილებებით, მთლიანობაში ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 146 890 ლარი შეადგინა.

”კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც”.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა