|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ შესატან ცვლილებას პარლამენტში დაპირისპირება მოყვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, ქორწინების თემის წამოწევით ხელისუფლება საკუთარ კრახს აღიარებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით,  კონსტიტუციაში  ქორწინების შესახებ  ცვლილების ჩანაწერის თემის წინ წამოწევით  ხელისუფლება აღიარებს საკუთარ კრახს ბევრი მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ წიკლაურმა დღეს პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა.

"ქართული ოცნება" ამ თემას ახლა აჟიოტაჟის საგნად იყენებს.  ეს არის სწორედ იმ კრახის აღიარება, რომელიც მათ გამოიჩინეს ეკონომიკაში,  საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართულებით.   ყველა ჩვეგანმა ვიცით, რომ ქორწინება მართლაც ქალისა და მამამკაცის ერთობაა, მაგრამ  ამ საკითხებით აპელირება ხაზს უსვამს, რომ მმართველმა  პოლიტიკურმა ძალამ აღიარა კრახი ყველა მიმართულებით“,-აღნიშნა წიკლაურმა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან გადაინაცვალა.

წიკლაურის განცხადებას მცირე დაპირისპირება მოყვა. გია ვოლსკიმ განცხადებას სამარცხვინო უწოდა.

მოგვიანებით, მხარეებს პარლამენტის თვმჯდომარემაც მიმართა და ნუგზარ წიკლაურს ადგილზე დაბრუნება მოსთხოვა. "ბატონმა წიკლაურმა გადაწყვიტა, უმრავლესობას შეუერთდეს, ამაზე უმცირესობა ნერვიულობს", - აღიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი