ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა დაიწყო
საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებაზე, რაც 36-ე მუხლის პირველი ნაწილის უფრო მკაფიო ფორმულირებას გულისხმობს, სახალხო განხილვები დაიწყო.
სპეციალური საორგანიზაციო კომისია, საზოგადოების ინფორმირების მიზნითა და ინიცირებულ ცვლილებებზე მოქალაქეთა აზრის გასაგებად იწყებს ერთთვიან ინტენსიურ შეხვედრებს საქართველოს მოსახლეობასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან, დღეს, თელავში გაიმართება. კომისიის მიზანია, მოსახლეობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ.
საჯარო განხილვები რუსთავში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთში, ახალციხეში, თბილისში, გორში, ყაზბეგში, მესტიაში, ამბროლაურში და ქუთაისში გაიმართება.
ქუთაისში პროექტის განხილვა 15 აპრილსაა დაგეგმილი.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების შესახებ 80 პარლამენტარის ინიციატივა საქართველოს პარლამენტში 10 მარტს შევიდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















