კორონავირუსს კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 84 წლის ასაკში გარდაიცვალა საზოგადო მოღვაწე, ქართული სპორტის მკვლევარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ზურაბ ჯავახაძე.
მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. თანმდევი დაავადებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ქუთაისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 83 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





13:23
13:14
12:10
16:38
16:37
















