|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შენობას ღვარსადენზე აშენებენ"- ქუთაისში, მარჯანიშვილის ქუჩის მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს

ქუთაისში, მარჯანიშვილის ქუჩის მცხოვრებლები მათ ქუჩაზე დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, მარჯანიშვილის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე ორსართულიანი შენობა ღვარსადენზე კანონდარღვევით შენდება და ის საფრთხეს რამდენიმე ქუჩას უქმნის.
 
 
მოსახლეობის მტკიცებით, შენობა ღვარსადენს შეზღუდავს და წყლის გატარება ვერ მოხერხდება. ამასთან, მოსაზღვრე მეზობლების თქმით, ცხრა მეტრი სიმაღლის კედელი მათ საცხოვრებელ სახლს პრობლემას უქმნის.
 
 
"2012 წელს გასხვისდა, 2018 წელს მშენებლობა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ადგილზე არის ღვარსადენი და შენობა ზედ უნდა დააშენონ. ისედაც დატბორილი ვართ ყოველი წვიმის შემდეგ, ვერ ატარებს წყალს და რვა ქუჩაზე პრობლემა. მოვითხოვთ, შეისწავლონ, აშენებულს ხომ ვერ დავანგრევთ", -აცხადებენ ადგილობრივები.
 
 
მშენებლობის მიერ შექმნილ  პრობლემებზე საუბრობს ადგილობრივი ამირან კახიძე.  მისი თქმით, მის სახლსა და მშენებარე ობიექტს შორის მხოლოდ ერთი მეტრია დაშორება და პრობლემა ექნებათ.
ადგილობრივები არასწორად გაცემული ნებართვის გამო მერიას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ნებართვა სპეციალურად, მელიქიშვილის პირველ ნომერშია გაცემული, რეალურად კი მშენებლობა 5 ნომერში მიმდინარეობს.
 
"ნებართვა გაცემულია მელიქიშვილის პირველ ნომერში და მშენებლობა დაწყებულია ხუთ ნომერში. სპეციალურად შეცვალეს მისამართები, რადგან პირველ ნომერში ღვარსადენი არაა, ამიტომ ნახაზი იქ შეადგინეს და პროექტიც არასწორ ნახაზზე აქვთ. მერიას მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ"-აცხადებს ამირან კახიძე.
 
ადგილობრივები დავის სასამართლოში გაგრძელებას არ გამორიცხავენ. მეზობლების ბრალდებას არ ადასტურებს მოპასუხე მხარე.
 
ტერიტორიის მფლობელები აცხადებენ, რომ მშენებლობა კანონშესაბამისად მიმდინარეობს. რაც შეეხება ღვარსადენს ვახტანგ ნემსიწვერიძე განმარტავს, რომ კორექტირების საკითხს მერიაში განიხილავენ და ცვლილების შემდეგ მშენებლობა კანონშესაბამისად გაგრძელდება.
 
მისი თქმით, საბუთებში მისამართების ცდომილება მექანიკური შეცდომაა. მისი თქმით, მოდავე მხარე თავად არის სხვის ტერიტორიაზე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მერიაში წარდგენილ დოკუმენტში, ღვარსადენი მითითებული არ იყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა აღნიშნული, რის გამოც მშენებლობის ნებართვა დაუყონებლივ შეჩერდება.
 
 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა