|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კორუფციული გარიგებების გამო ტურისტულ ობიექტებზე ფასები გაორმაგებულია"- გიგა შუშანია

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია რუსი ტურისტების დემარშის გამო ქვეყანაში შექმნილ აჟიოტაჟს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ"  ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა  რუსეთზე  ყოფილიყო დამოკიდებული

  მისი თქმით, ქუთაისში არაფერი კეთდება ტურისტული მიზიდულობის გაზრდისათვის, ქალაქი მხოლოდ დამოკიდებულია აეროპორტიდან შემოსულ მგზავრებზე, რომლებიც 2 დღით შემოივლიან მხოლოდ ქალაქში და შემდეგ სვანეთში ან ზღვისპირეთში მიემგზავრებიან. შუშანია ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად გაძვირდა რეგიონში ტურისტული ობიექტების მონახულების ფასები, რაც მისი თქმით, კორუფციულ სქემებთანაა დაკავშირებული. 

"ქართულმა ოცნებამ" დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთზე ვყოფილიყავით დამოკიდებული.  2013 წელს სავიზო რეგულაციების შემოღებით ქვეყანას დაუკარგა ათასობით ტურისტი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.  დღეს როდესაც ხელისუფლება ვიშვიშებს, რომ ერთი ჟურნალისტის განცხადებას, ან საპროტესტო აქციებს  შეუძლია ეკონომიკის კოლაფსი გამოიწვიოს, ამით აღიარებს, ქვეყანაში ხელისუფლება არ არის.. რაც შეეხება ქუთაისს, ადგილობრივი ტურიზმი მიბმულია საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა.  მის შემდეგ ხელისუფლებას ერთი ტურისტული ობიექტიც კი არ გაუკეთებია ქუთაისში, რომ ტურისტებს ქალაქში დამატებით რაიმე სანახავი  ქონდეთ. პირიქით, ქალაქი არის გადათხრილი და ნაომარს გავს, ყველაფერს აკეთენ,  რომ ტურისტულ სეზონზე ქალაქი იყოს მოუწესრიგებელი... პრობლემა, რომ არც ქუთაისის და არც ცენტრალური ხელისუფლება საერთოდ არ ზრუნავს ქუთაისში ტურიზმის განვითარებაზე, უფრო მეტიც,  ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება,  რომ ეს ტურისტები გადავიდნენ დედაქალაქის, ან სხვა მიმართულებით.  დასავლეთ საქართველოში ყველა ტურისტულ ობიექტში ბუღალტერიის კუთხით  შემოიყვანეს თავიანთი  კომპანია, კორუფციული გარიგებების გამო ყველგან გაორმაგებულია ფასები, რის გამოც საკმაოდ ძვირი უჯდებათ ამ ობიექტების მონახულება, თუნდაც ადგილობრივებს", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ის ასევე ქუთაისის მერიის ტურიზმის ააიპს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ადგილობრივი ჩინოვნიკებისათვის საექსკურსიო ბიუროდ იქცა, მათი საქმიანობის შედეგი კი საკრებულოს ერთხელაც არ მოუსმენია.

"მერია არაფერს აკეთებს ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით, თუნდაც  მცირე და საშუალო სასტუმროების დახმარების კუთხით,  მხოლოდ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს გამოუყო 500 ათასი ლარი, რომელთა დიდი ნაწილი მათ კომფორტზე,  ხელფასებზე, პრემიებზე იხარჯება,  უფრო დიდი ნაწილი კი მივლინებებზე, რაც თანამშრომლებისა და მერიის მაღალჩინოსნების ეკსკურსიებად გაიხადეს,  ბიუჯეტის ფულით და დადიან და ათვალიერებენ ქვეყნებს. ერთი კონკრეტული ანგარიში, რა შედეგი გამოიღო მათმა უცხოურმა ვოიაჟებმა, საკრებულოს  არ მოუსმენია", - განაცხადა გიგა შუშანიამ. 

შეგხსენებთ, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ქვეყანაში რუსი ტურისტების ნაკადმა საგრძნობლად იკლო, რიმაც ადგილობრივი ტურისტული ინდუსტრია მნიშვნელოვნად აზარალა.

 

"რუსეთში ტურისტულ გამოფენაზე ბოლოს 2016 წელს ვიყავით"-ტატო ლილუაშვილი

"ვფიქრობთ, გავუადვილოთ ლოჯისტიკა იმ ტურისტებს, რომლებიც შემოვლითი გზებით შემოვლენ ქვეყანაში"

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა