კრაკოვიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა
კრაკოვიდან ქუთაისის მიმართულებით AIRBUS a 321 ტიპის თვითმფრინავით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 221 მგზავრიდან უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი რეისის მგზავრებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები - ქართული ღვინო და ქართული წარმოების ჩირი ,,ჩიკორი“ დაურიგდათ.
კრაკოვი პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქი და ძველი დედაქალაქია - რიგით მეხუთე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოხვედრაა შესაძლებელი. პოლონეთის სამეცნირო, კულტურულ და ხელოვნების ცენტრის მიმართულებით რეისები კვირაში ორი სიხშირით 4 აგვისტოდან სრულდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს.
ავტორი: ნიუპრესი


17:22
16:31
14:20
















