კრაკოვში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერი გაიხსნა
ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ნადირაძე ოფიციალური ვიზიტით ქ.კრაკოვში იმყოფებოდნენ.
26 სექტემბერს პოლონეთის ქ. კრაკოვში ოფიციალურად გაიხსნა შოთა რუსთაველის სახელობის სკვერი. აღნიშნულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართვლოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი, ქ.ქუთაისის და ქ. კრაკოვის მერები, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ქ. კრაკოვის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, სადაც სამომავლო ურთიერთობებზე და პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც ხელს შეუწყობს კრაკოვისა და ქუთაისის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ვიზიტის ფარგლებში საკრებულოს სესიაზე ოფიციალური სიტყვით გამოვიდა ქუთაისის მერი, სადაც ქართულ - პოლონური მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















