|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები მოსახლეობას აშინებენ, რომ არ გამოვიდნენ შეხვედრაზე"

„არ არის ნორმალური, როცა კანდიდატი დადის შეხვედრებზე და მას კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები დაყვებიან და მოსახლეობას აშინებენ, რომ არ გამოვიდნენ შეხვედრაზე და რომ არ ქონდეთ კომუნიკაცია ჩვენს კანდიდატთან,“ - განაცხადა "ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

საქმე ეხება ხარაგაული-ბაღდადის "ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარი კანდიდატის გიგა გლუნჩაძის  მოსახლეობასთან შეხვედრას, რომელიც  მუქარისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა,

ხარაგაულის სოფლებში,  უბისასა და  ბორითში ხარაგაული-ბაღდადის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატის და შტაბის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის ჩაშლა ერთი და იმავე პიროვნებამ სცადა.

მაჟოროტარობის კანდიდატმა გიგა გლუნჩაძემ, რამდენჯერმე გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი, თუმცა სამართალდამცავები ადგილზე თითქმის 1 საათიანი დაგვიანებით, მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოცხადდნენ.

მომხდართან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა