|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს

ქუთაისის მერიია ააიპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებამ 2016 წლის ანგარიში წარადგინა.

ღონისძიება ოპერის თეატრში გაიმართა.  ააიპის ანგარიში მასში შემავალი სკოლებისა და დაწესებულებების მოსწავლე-თანამშრომელთა შემოქმედებას დაეთმო.

 ააიპის თანამაშრომლების  მიერ ხელთნაკეთი ნივთები,  ტანსაცმელი და ნახატები ფოიეში გამოიფინა.

მოეწყო შემაჯამებელი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ააიპის 15-ივე სკოლის საუკეთესო მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებულები არიან.

კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ელისო ქაროსანიძის თქმით, 2016 წელი წარმატებული წელი იყო, როგორ შემოქმედებითი, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოების თვალსაზრისით; გაიმართა არაერთი ღონისძიება,  ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს გადაეცა შენობა, ამასთან გარემონტდა რამდენიმე სკოლა და აღიჭურვა ინვენტარით.

დღესვე გამოვლინდა ააიპის წარმატებული თანამშრომლები, 9 პედაგოგსა და 7 თანამშრომელს დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას ქუთაისის მერი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა