კვების ობიექტები თვითნებურად მოწყობილ ნაგავსაყრელთან (PHOTO)
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული ტერიტორია, ანტისანიტარიის კერას წარმოადგენს. ტერიტორია, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული, მართალია, შემოღობილია, მაგრამ მის მიმდებარედ კვების ობიექტები ფუნქციონირებს. ასევე მიმდინარეობს გარევაჭრობა.
პრობლემაზე საუბრობს "ახალი პოლიტიკური ცენტრი–გირჩი", რომლის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი შესაბამის უწყებებს პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
"ფალიაშვილის ქუჩაზე, სადაც არის რამოდენიმე კვების ობიექტი და ბაზრობა, ადგილზე დასაქმებული ადამიანები უკვე წლებია, ითხოვენ პრობლემის მოგვარებას. ეს არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი, თუ რატომ უნდა მიენიჭოს ქუთაისის მერიას მენეჯმენტის მიერ შემუშავებულ და დანერგილ ხარისხის მართვის სისტემას ISO სერტიფიკატი", - აცხადებს თემურ ცამციშვილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















