|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კვირიკაშვილს, როგორც ჩანს, თავი ამ ქვეყნის დირექტორი გონია" -გოგი წულაია

პარლამენტში პრემიერისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის დაპირისპირება, რომელსაც პრემიერის უცენზურო გამონათქვამი მოყვა, არაერთგვაროვანი შეფასებების მიზეზი გახდა. 

პოლიტიკური პარტიის "თავისუფალი საქართველო" წარმომადგენელი გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ამით პრემიერმა შეურაცხყოფა პარლამენტს და პარლამენტარიზმს  მიაყენა.  

"პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მიდის, რომ დეპუტატებს მოუსმინოს და არა ეჩხუბოს. პარლამენტი არის მთავრობის მაკონტროლებელი ორგანო, პრემიერი რომ ამას პარლამენტში ბედავს, ეს ნიშნავს, ინსტიტუტებს ფუნქცია არ არის გამიჯნული და ყველა ფუნქცია აღმასრულებელს აქვს მითვისებული. კვირიკაშვილს, როგორც ჩანს, თავი ამ ქვეყნის დირექტორი გონია, ისიც არ უნდა, რომ 5 წუთი მოითმინოს კრიტიკა.  ვის მიმართა ამ ფორმით, არ აქვს მნიშვნელობა, ესაა ქვეყნის უპატივცემულობა, პარლამენტის და საერთოდ, პარლამენტარიზმის შეურაცხყოფა. ბოდიშის მოხდასაც თავისი ფორმა აქვს, ჩანს, რომ  ბოდიში მოიხადა არა იმიტომ, რომ რაიმეს გულით ნანობდა, ასეთი ფორმით მოხდილ ბოდიშს მოყვა ის, რომ მეორე დღეს ისევ დაიძაბა პარლამენტში სიტუაცია... ეს ქვეყნის იმიჯზე, რა თქმა უნდა ცუდად მოქმედებს, რა ევროპაზეა ლაპარაკი?", - განაცხადა წულაიამ. 

წულაიას თქმით, ეს ინციდენტი პრემიერ-მინისტრის საკადრო ცვლილებას შეაჩერებს: "თუ იყო მოფიქრებული პრემიერის შეცვლა, ამით ეს პროცესი გარკვეული დროით შეჩერდება, რადგან "ოცნების" პრემიერი "ნაცების გადაყენებულად" არ გამოჩნდეს. თუ დიდხანს დარჩა კვირიკაშვილი ამ პოსტზე, ვიტყვი, რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო მისი სკამის შესანარჩუნებლად" ,- აცხადებს წულაია. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა