|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლაგუნა" ქუთაისის მერიას მომსახურებისათვის ყოველთვიურად 11 ათას ლარს თხოვს"

საცურაო აუზის "ლაგუნასა" და ქუთაისის მერიის სპორტული ააიპის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ რა თანხის სანაცვლოდ მიეცემა ვარჯიშის საშუალება 2018 წლიდან ქუთაისის წყალბურთელთა გუნდებს, ეს ჯერ კიდევ არაა ცნობილი.   

"აგვისტოში ჩვენ დაგვიმთავრდა იჯარა საცურაო აუზთან, რომლის მფლობელი არის ვისოლი, შესაბამისად დავრჩით საცურაო აუზის გარეშე,  ამ დრომდე ქალაქი საცურაო აუზით უფასოდ სარგებლობდა. კომპანია თვეში 11 ათას ლარს ითხოვს, რისი შესაძლებლობაც ქალაქს არ აქვს. ამჟამად საცურაო აუზის  ხელმძღვანელობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები  ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით,"-განუცხადა "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის ააიპი სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო უჩაძემ.

მისი თქმით, ქალაქის  წყალბურთელთა სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები  ყავს, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ ეროვნულ ჩემპიონატზე. რომ არ მოხდეს ამ გუნდების დაშლა, ორი ასაკობრივი ჯგუფი სავარჯიშოდ ზესტაფონში დადის, ორი ჯგუფი კი ლაგუნაზე ვარჯიშობს, თუმცა აუზის მომსახურების საფასურს მოსწავლეთა მშობლები იხდიან.

"საკმაოდ წარმატებული გუნდები შეიკრიბა, ორი გუნდი ზესტაფონის აუზზე ვარჯიშობს, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას ჩვენ ვუზრუნველყოფთ, ორი ასაკობრივი გუნდი რჩება ლაგუნას აუზზე, რომელსაც მშობლები თვითონ აფინანსებენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ დაიშალოს გუნდები, რადგანაც არის უკვე ის დონე, რომ ბავშვებმა ეროვნულ ჩემპიონატზე მიიღონ მონაწილეობა" - განაცხადა ნინო უჩაძემ.

ნინო უჩაძის თქმით, შექმნილი პრობლემების გამო ახალი ნაკადის მიღება უკვე პრობლემურია.  

"ლაგუნა" ქუთაისში 2011 წლიდან ფუნქციონირენს, ამ დროიდან  საცურაო აუზის მომსახურებით ქალაქის წყალბურთელთა გუნდები უფასოდ სარგებლობდნენ.  ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ამოიწურა, რის შედეგადაც სპორტული ააიპის აღსაზრდელიები საცურაო აუზის გარეშე დარჩნენ.

  

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა