ლარი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა
ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5339 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5339 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4687 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0652 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9061 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8622 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0439 ლარი შეადგინა.
გაცილებით მაღალია დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში. ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 62 თეთრი ღირს, თითქმის 12-14 თეთრით ძვირი.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















