ლარი გამყარებას განაგრძობს
მიმდინარე თვეში ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი გრძელდებაა. ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ რამდენიმე პუნქტით გამყარდა.
დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3240 ლარია. გუშინ ეს მაჩვენებელი 2.3575 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0335 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5771 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6126 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0355 ლარი შეადგინა.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















