ლარმა გამყარება დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.4086 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4499 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0413 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც კი გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6880 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7632 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0752 ლარი შეადგინა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















