ლაშა ბაქრაძე: "პარლამენტის გადატანის მიუხედავად, ქუთაისი ისევ ხდება ცენტრი"
თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში "არტისტერიუმი" ფილოსოფოსმა და ლიტერატორმა ლაშა ბაქრაძემ მიიღო მონაწილეობა. მან საჯარო ლექსია ცისფერყანწელების თემაზე წაიკითხა. საჯარო ლექცია „ცისფერყანწელების ამაღელვებელი ცხოვრება და ტრაგიკული სიკვდილი“ დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიმართა.
ლაშა ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტის გადატანის მიუხედავად, ქუთაისს აქვს შანსი გახდეს საქართველოს ცენტრი და ეს შესაძლებელია კულტურის მიმართულებით. მისი თქმით, იგეგმება კიდევ ერთი ფესტივალის გამართვა ქუთაისში.
"მისასალმებელია, რომ ასეთმა ფესტივალმა, როგორიც არტისტერიუმია, ქუთაისში გადმოინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად დიდი გაჭირვებაა და ასეა არტისტერიუმისათვისაც, ასეთი საერთაშორისო და საინტერესო ღონისძიებები თბილისს გარეთაც უნდა იმართებოდეს. როგორც ვიცი, მუსიკალური სოულ ფესტივალი, რომელიც თბილისში ტარდებოდა და მართლაც და მსოფლიოში საუკეთესო მუსიკოსები ყავთ საქართველოში ჩამოყვანილი, შესაძლოა, წელს ქუთაისში გაიმართოს. მიუხედავად პარლამენტის გადატანის, ქუთაისი ისევ ხდება საქართველოს მნიშვნელოვანი ცენტრი, ამ შემთხვვევაში კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით", -განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
მისი თქმით, იმედია, მსგავს ფესტივალებში ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა მომავალში გაიზრდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















