ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა
ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა.
ატაცში ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მძიმეწონოსანმა ქართველმა ძალოსანმა 200 და 210 კილოგრამი დაძლია და ატაცში გამარჯვება იზეიმა. ლაშა ტალახაძემ თავისივე მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება მსოფლიო ჩემპიონატამდე გადადო.
აკვრაში ტალახაძემ 235 და 247 კგ დაიმორჩილა, ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღა და მესამე მისვლაზე უარი განაცხადა - ორჭიდი 457 კგ.
ატაცში ასევე შესანიშნავად იასპარეზა ირაკლი თურმანიძემაც. ძალოსანმა სამივე ცდა გამოიყენა (185, 190, 192) და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა.
საქართველომ გუნდური პირველი ადგილი, 10 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.
sportall.ge
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















