„ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტში“ მედია ტური გაიმართა
„ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტში“ მედია ტური გაიმართა. ჟურნალისტები პირადად გაეცნენ და დაათვალიერეს რეაბილიტაციის შედეგი, რომელიც რეზორტმა წლების განმავლობაში განიცადა.
საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული სამხედრო სანატორიუმი საბჭოთა კავშირის მაღალი თანამდენობის პირების მოსასვემებელს წარმოადგენდა. სანატორიუმი 10 წლის წინ კერძო საკუთრებაში გადავიდა და ახალი სიცოცხლე შეიძინა. სპა რესპეტი 16 ჰექტარზეა გაშენებული და ოთხ შენობას მოიცავს.
თითქმის უცვლელადაა შემორჩენილი ის ფლიგელი, სადაც, გადმოცემის თანახმად, თავად სტალინი ჩადიოდა. სწორედ მსგავსი ისტორიების გამო მას "ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი" დაარქვეს.
სასტუმროს გენერალური მენეჯერის თამარ მეუნარგიას თქმით, ჯერჯერობით არც შენობების და არც ეზოს მოწყობა და განვითარება გრძელდება . სხვა სერვისებთან ერთად სასტუმროში უკვე 2 წელია ღია საცურაო აუზია მოწყობილი, რომლით სარგებლობაც სასტუმროს სტუმრების გარდა სხვა მსურველებსაც შეუძლიათ. ასევეა შესაძლებელია დაბადების დღეების, ქორწილების აღნიშვნა და საქორწილო ფოტოსესიის დაგემვა, ეწყობა ბარი და სპა სალონი. აქვეა მუზეუმი, სადაც ძველი ნივთების დათვალიერებაა შესაძლებელი და რესტავრაცია უტარდება ბიბლიოთეკას. ძველის და ახლის სინთეზი „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტის" უპირატესობას წარმოადგენს.
"გვინდა გავაკეთოთ ქართული კუთხე ქართული კერძების დაგემოვნებისათვის. მალე გაიხსნება გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელიც სტუმრებს მრავალფეროვან სერვისს შესთავაზებს", - აცხადებს თამარ მეუნარგია.
რეზორტში ერთდროულად შესაძლებელია 400–ზე მეტი სტუმრის მომსახურება. ერთადერთია იმერეთში მასშტაბური საკონფერენციო დარბაზით, აქ ხშირად იმართება სამთავრობო და კერძო ფორუმები. რეზორტის მენეჯერის თქმით, რეაბილიატაცია გრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი