ლენტეხი გზაზე მეწყერში ავტომობილი მოყვა, თუმცა მგზავრებმა გამოსვლა მოახერხეს
ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
ადგილობრივების ინფორმაციიყ, მეწყერში ერთი ავტომობილი მოყვა ორი მგზავრით, თუმცა მათ ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს და უვნებლად გადარჩნენ.
მუნიციპალიტეტიის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები. სტიქის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის სავარაუდოდ დღის განმავლობაში მოხდება.
ავტორი: