ლენტეხში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ 6 სოფელი დააზარალა
სტიქიას ებრძვიან ლენტეხში. მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ 6 სოფელი დააზარალა.
სტიქიის მიზეზით, ჩაკეტილია გზები, დაზიანებულია მოსახლეობის სახნავ-სათესი ფართობები და სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ლენტეხის სოფლებში ამ დროისთვისაც ძლიერი წვიმაა.
დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და მოსახლეობას დახმარებას პირდებიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



17:22
16:31
14:20
12:16
15:13
















