|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლენტეხში ძლიერმა წვიმამ მეწყრული პროცესები გაააქტიურა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წუხელ, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში მეწყერის რამდენიმე კერა წარმოქმნა, დააზიანა საავტომობილო გზები და ხიდები.

სტიქიის ზონიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა ტურისტების ჯგუფი. ადგილობრივი ხელისუფლების და სამაშველო ჯგუფების მიერ მალევე მოხდა მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

ამ დროისთვის ლენტეხიდან სოფელ მელემდე საავტომობილო გზა მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის გახსნილია.

მიმდინარეობს მუშაობა სოფელ მელედან ცანას მიმართულებით გზის გასახსნელად, თუმცა ტექნიკის მუშაობას მეწყრული კერები აფერხებს.

ავტორი: