ლენტის იმედად მიტოვებული უსაფრთხოება [PHOTO]
მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების ნაწილის ჩამონგრევას ქუთაისში ორი მოზარდი შეეწირა. შემთხვევები გასული ორი წლის განმავლობაში მოხდა, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა საზოგადოების და ადგილობრივი ხელისუფლების გამოსაფხიზლებლად. ქალაქში არსებული კორპუსების უმეტესობა ავარიულია და მოსახლოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
დაზიანებული კედლებიდან ჩამონგრეული ნარჩენებისგან მოსახლეობის დასაცავად ერთადერთ შესაძლებლობად ტერიტორიის სპეციალური ლენტით შემოღობვა რჩება, თუმცა წარწერა „არ გადაკვეთო“ პრობლემის მოგვარების საუკეთესო მექანიმზად ვერ ჩაითლება.
„ორი თვის წინ ჩამოინგრა კედლის ნარჩენი. მცირე ზომის ბათქაში პერიოდულად ცვივა, მაგრამ ამ შემთხვევას ძლივს გადაურჩენ ადამიანები. გამოვიძახეთ პატრული, მოვიდნენ, შემოღობეს ტერიტორია ლენტით და რკინის მესერით, მას შემდეგ ასეა მიტოვებული. არავინ ცდილობს პრობლემის მოგვარებას, მათ გონიათ, თუ შემოღობილი იქნება მცირე მონაკვეთი, ასე პრობლემა მოგვარდება?“,-განაცხადა გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლმა.
გამსახურდიას ქუჩის 21 ნომერში მდებარე კორპუსიდან შენობის ფასადი 7 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტერიტორიაზე სპეციალური ლენტი და რკინის მესერი ამ დრომდე რჩება. შენობის ფასადის რეაბილიტაცია არ მომხდარა.
მიტოვებული შენობიდან ფასადის ნგრევას შემთხვევით გადაურჩნენ მოქალაქეები გაპონოვის ქუჩაზე. შემთხვევა ორი წლის წინ მოხდა, სადაც პრობლემის გადასაჭრელად, კვლავ ტერიტორია შემოიღობა, დროთა განმავლობაში ლენტი დაზიანდა და მოქალაქეები საფრთხის წინაშე ბედის ამარა დარჩნენ.

კედლის ფასადი ჩამოინგრა დუმბაძის ქუჩაზე მდებრე კორპუსში, სადაც საბავშვო ბიბლიოთეკის ფილიალია. აქაც შემთხევით გადარჩნენ გამვლელები და ამ შემთხვევაშიც გამოსავალი ტერიტორიიის შემობვა გახდა, რაც დაზიანდა და ისევ საფრთხის წინაშე დარჩნენ მოქალაქეები. არაერთხელ შეუქმნა საფრთხე მოსახლეობას რუსთაველის ქუჩაზე არსებულმა შენობამ, მის მიმდებარედ არაერთი ობიეექტი მუშაობს.

როგორც მსგავს ფაქტებს, ასევე პრობლემისადმი დამოკიდებულებას უკვე შეეჩვიენ მოქალაქეები, რომელთა განცხადებითაც, მათ ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
მრავალსართულიანი ბინების პრობლემების გადასაჭრელად ქუთაისის მერიაში პროგრამა „კორპუსის“ არსებობს, რომლის ფარგლებშიც თანდაფინანსებით ამხანაგობები პრობლემათა მოგვარებას ცდილობენ. პროგრამა სხვადასხვა საკითხს მოიცავს, თუმცა აუცილებლობა და მოქალაქეების პრიორიტეტები თანხვედრაში იშვიათად მოდის. ხშირად მოქალაქეები უპირატესობას ფასადის და პარაპეტის ნაცვლად სადარბაზოების მოწყობას და კარის რეაბილიტაციას ანიჭებდნენ. მერიაში კი აცხადებენ, რომ ამხანაგობათა მოთხოვნის გარეშე კერძო საკუთრებაში სამუშაოები ვერ ჩატარდება. ამიტომ მერიამ, მოქალაქეებისთვის შეღავათის მიზნით თანადაფინანსების წილითი ოდენობა შეამცირა და მოსახლეობას 10%-იანი დაფინანსება მოსთხოვა.
პრობლემის მოგვარებაში მოსახლეობაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას არ ეთანხმება არქიტექტორი გია ხუჯაძე, როლის განცხადებითაც, აუცილებელია პრიორიტეტების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებულობა.
„პრობლემის მოგვარება იმით, რომ ეს პრობლემა მოსახლეობას დაბრალდეს, არასწორია. მოსახლეობას უნდა მიუთითო, იმიტომ, რომ ყველას არ ევალება სწორი არქიტექტურული ხედვა ქონდეს, ამიტომ არ არის მოსახლეობის ბრალი. მას უნდა მისცე სწორი მიმართულება, პროპაგანდაა საჭირო ამ თემების, ასევე აუცილებელია, ქალაქის ხელმძღვანელობის ნება, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც შედის დასამტკიცებლად, იყოს სრულყოფილი, ასევე მოხდეს ამ პროექტების ზუსტად შესრულების მონიტირინგი“-განაცხადა გია ხუჯაძემ.
მისი თქმით, ქალაქში არსებული კოპრუსების უმეტესობას ექსპლუატაციის ვადა აქ გასული, თუმცა აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარებისთის სოლიდური თანხებია საჭირო.
წინა წლებში ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურს ბიუჯეტად 5 მილიონი ქონდა განსაზღვრული, თუმცა რამდენად შეიცვლება მონაცემეები 2018 წლის ბიუჯეტში, ჯერ უცნობია. ახალი მერი ბიუჯეტს ეცნობა. მერიაში განმარტავენ, რომ თემაზე მსჯელობა ბიუჯეტის პროექტის ცვლილების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















