"ლექსი კედელზე" –ქუთაისში "სთრით არტის" პირველი გრაფიკული ნამუშევარი გაიხსნა
"სთრით არტი" ქუთაისში, რომლის ფარგლებშიც ქუთაისისა და არა მარტო ქუთაისის მცხოვრებელებს ამიერიდან შესაძლებლობა ექნებათ ქართველი და უცხოელი პოეტების შემოქმედებას ქუჩის მხატვრობით გაეცნონ.
პროექტს "საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრი" ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გრიშაშვილის ქუჩაზე უკვე გაიხსნა პირველი გრაფიკული ნამუშევარი. კედელზე ადამ მიცკევიჩის ლექსი ქართულ და პოლონურ ენებზეა დატანილი.
პროექტის სახელწოდებაა "ლექსი კედელზე" და როგორც იდეის ავტორმა შალვა კამლაძემ განმარტა, მალე ქალაქში მსგავს გრაფიტულ ნამუშევრებს მრავლად ვიხილავთ. კამლაძემ ღონისძიებაზე "ქუთაისური შარდენის" მოწყობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონელი სტუმრებიც. ახალგაზრდებმა კულტურული ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















