მედიკამენტი „ნოვორაპიდი“ საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
საქართველოშია მედიკამენტი „ნოვორაპიდი“, რომელსაც პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვდნენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს,
„პაციენტებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ, ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული „აპიდრათი“ განაგრძონ. არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე „აპიდრას“ იყენებდა“, - აცხადებს სამინისტრო.
ნოემბრის დასაწყისში I ტიპის დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა მშობლები ამბობდნენ, რომ აფთიაქებში ვეღარ იღებენ წამალს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი შვილებისთვის.
მშობლები ამბობდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მათ სხვა პრეპარატზე გადასვლა შესთავაზა. მათი თქმით, „ნოვორაპიდის“ ანალოგ „აპიდრაზე“ გადასვლა რაც მარტივი არაა.
ავტორი:





11:02
16:29
16:27
13:32
















