ლევან ბერძენიშვილს "საპატიო ზასტაველის" დამადასტურებელი სიგელი გადაეცა
დღეს ლევან ბერძენიშვილს "საპატიო ზასტაველის" წოდების დამადასტურებელი სიგელი გადაეცა. აღნიშნული წოდება მას 11 ოქტომბერს "ზასტაველობაზე" მიენიჭა, თუმცა დეპუტატი „კარიბჭობას“ საპატიო მიზეზის გამო ვერ დაესწრო.
ლევან ბერძენიშვილთან ერთად საპატიო ზასტაველები გია ხაბაზი, სიმონ არველაძე ნანა ძიძიგური ელგუჯა ხაზარაძე და შალვა კირთაძე გახდნენ. დაჯილდოების შემდეგ შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრაზე გაჟღერდა მოსაზრება, რომ ეს ღონისძიება სათავეს კრიმინალური ავტორიტეტებიდან იღებს და ამის ელემენტები „კარიბჭობის“ ახლანდელ ზეიმშიც შეინიშნებოდა, რის პასუხადაც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ სახალხო დღესასწაული მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად მოეწყო.
"ამ იდეამ მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია. რას შეეხება საპატიო ზასტაველების შერჩევას "ევროინიციატორის" ახალგაზრდებმა ჩაატარეს გამოკითხვა, რის საფუძველზეც მოხდა შერჩევა. ხუთ "ზასტაველს" სიგელი კარიბჭობას გადაეცა, ხოლო ბატონ ლევანს დღეს", - განაცხადა გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ.
„მე არ დამიმსახურებია ეს პრიზი. შემთხვევით მოხდა, რომ მე ზუსტად იმ უბანში ვცხოვრობ, რომელსაც ზასტავა, ანუ კარიბჭე ქვია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბუხაიძის ქუჩაზე ვცხოვრობ. სამწუხაროდ, ვერ დავესწარი კარიბჭობას, თუმცა ნორვეგიიდან გამოვეხმაურე და ძალიან გამიხარდა ამ წოდების მიღება", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "ბათა", "ევროინიციატორები" და გამარჯვების უბნის მაჟორიტარი ნატო ქათამაძე იყვნენ.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:29
18:25
15:07
12:11
















