ლევან ზალკალიანი აცხადებს, რომ იმერეთის შესახებ ჩინეთში, კონფერენციაზე ისაუბრა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კუეიიანგის ეკო ფორუმში მივიღე მონაწილეობა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გავამახვილე იმერეთის რეგიონში ეკოლოგიური პოლიტიკის გაძლიერებისა და განვითარების სტრატეგიაზე.
ასევე ვისაუბრე ეკოლოგიური მიმართულებით იმერეთში განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებზე.
ეკოლოგია დღეს მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. საქართველო დიდ ძალისხმევას წევს ქვეყნის ეკოლოგიური განვითარებისთვის და ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯებიც იდგმება. კონფერენციაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოგვცემს საშუალებას ჩვენს რეგიონსა და ქალაქებში დავნერგოთ სიახლეები და ხელი შევუწყოთ ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას.
ჩინეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ქართულმა დელეგაციამ კუეიჭოუს პროვინციასთან თანამშრომლობის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა. იმერეთის რეგიონსა და კუეიჭოუს პროვინციას შორის დამეგობრების ხელშეკრულება გასულ წელს გაფორმდა.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა