|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლგბტ უფლებების აქტივისტების აქცია პარლამენტთან (ვიდეო)

ქუთაისში, ლგბტ უფლებების აქტივისტებმა აქცია გამართეს.  ისინი აქციის  მიზეზად  პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას ასახელებენ. "ჩვენ ვაპროტესტებთ პარლამენტში შეტანილ ინიციატივას  საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს  არის პოლიტიკური ხრიკი, რითაც არსებული პრობლემებიდან   ადამიანების ყურადღების  გადართვას ცდილობენ,"- განაცხადა აქციის მონაწილემ,  ქეთევან კალანდაძემ. 

აქციის მომაწილეები  უმავლესობის დეპუტატის თამაზ მეჭიაურის განცხადებასაც  გამოეხმაურნენ, ისინი პოლიტიკოსს   ტერმინოლოგიის  შერჩევისაკენ  მოუწოდებენ. 

"თამარ მეჭაურს ვურჩევთ დახვეწოს საუბარი, რადგან  ის  არის პოლიტიკოსი და არ შეიძლება არასწორი ტერმინოლოგის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა მოქალაქეებს.  მისი კომენტარი არის სიძულვილის ენის გამოყენება, რაც მიუღებელია დეპუტატის მხრიდან",-აღნიშნა ქეთევან კალანდაძემ. 

აქციაზე ერთი მოქალაქე მივიდა, რომელმაც ლგბტ თემის აქტივობა გააპროტესტა. მოქალაქემ აქციის მონაწილეებს სხვა ქყვეყანაში წასვლისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებ წავიდნენ ამ ქვეყნიდან და იქ იცხოვრონ, სადაც დაშვებულია ასეთი ადამიანების ცხოვრება. მე მოვედი, რადგან მშვიდობიანად გავესაუბრო აქციის მონაწილეებს",- აღნიშნა ჯემალ შოთაძემ.

აქციის პარალელურად პარლამენტთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. აქცია მშვიდობიანად დაიშალა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი