"მადლობა სუს-ს რომ მისმენს და ამით მაინც იგებენ, რა პრობლემებია ქალაქში" [VIDEO]
ქუთაისში გაუმართავ საგზაო ინფრასტრუქტურას პარტია "თავისუფალი საქართველო" აპროტესტებს. იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, პუშკინის ქუჩაზე, სადაც ტურისტების 90% მიდის, გზა გადათხრილია. წულაიას თქმით, მას შემდეგ, რაც ბრიფინგი დაანონსა, მერიამ მუშები გაუშვა და სამუშაოები დაიწყო.
"მადლობა სუს-ს რომ მისმენს და ამით მაინც იგებენ, რა პრობლემებია ქალაქში. ქალაქის მერი სულ მივლინენებშია და გიორგი ჭიღვარიას ინგლისში არავინ უთხრა, გზები რომაა დაზიანებული. ჩვენ რაც დავანონსეთ სასწრაფოდ, წვიმაში გამოიყვანეს მუშები და დაიწყო ქვაფენილის დაგება, კარგია ასე თუ მაინც აკეთებენ"-განაცხადა გოგი წულაიამ.
მან სიმბოლურად გზის დაგებაში თავად მიიღო მონაწილება. ადგილზე იმყოფებოდა მერიის კეთოლმოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი. მისი თქმით, არ იცოდა გოგი წულაიას ბრიფინგის შესახებ და სამუშაოები დაგეგმილი იყო. კითხვაზე, რატომ გახდა წვიმაში გზის დაგება აუცილებელი, პასუხობს, რომ ეს გეგმიური სამუშაოა და წვიმა პრობლემას არ ქმნის.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















