"მადლობა ყველა კომპანიას, რომელიც ქალაქში ინვესტიციას დებს" - შოთა მურღულია
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" რესტორანი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს კომპანიის მფლობელი თემურ ჭყონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქალაქის მერმა ინვესტიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და "მაკდონალდს" მადლობა გადაუხადა.
"მადლობა ყველა ადამიანს და ყველა კომპანიას, რომელიც ამ ქალაქში ინვესტიციას დებს, დღესაც ასეთი განსაკუთრებული შემთხვევაა. ამ თემაზე ხშირად ყოფილა დისკუსია და ვამბობთ, რომ ჩვენ, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ბრენდი უნდა შემოვიყვანოთ ქალაქში, მითუმეტეს, ასეთუ ბრენდები. მხოლოდ ქუთაისში ათასობით ბავშვს გაუხარდა ამ ბრენდის შემოსვლა. თუ არ ჯერათ, კითხონ ახალგაზრდებს და არა მათ. მეორე, ეს არ არის მხოლოდ რესტორანი ქალაქში, ეს არის ცენტრალურ მოედანზე არსებული ადგილი, ტერიტორია და რეკრიაცია, სადაც უამრავ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ამ მომსახურებით ისარგებლოს, ასევე გარე ინფრასტრუქტურით. გუშინ, გვიან ღამით ვაკვირდებოდი, ასეულობით ახალგაზრდა იყო გამოსული და მიმაჩნია, რომ ძალიან სერიოზული პროექტი განხორციელდა. დაუჯერებელი იყო, რომ რამდენიმე თვეში აშენდებოდა, მაგრამ მოესწრო. დასუფთავებულია მიმდებარე ტერიტორია. მიხარია, რომ ქუთაისში არის ადგილი, სადაც დღეში რამდენი ასეული ადამიანი მივა", -განაცხადა შოთა მურღულიამ.
"მაკდონალდს'' ქუთაისში უკვე 2 რესტორანი აქვს, საქართველოში კი 12. კომპანიის მფლობელის განცხადებით, გეგმავენ ეს რაოდენობა 22-ზე ავიდეს.
"ეს ნიშნავს დიდ შედეგს. ბიუჯეტში 67 მილიონი ლარი გვაქვს შეტანილი და რესტორნების ქსელისთვის ეს ბევრია. მადლობა ქალასი მერს, ასევე მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც დაჩქარებული წესით გადმოგვცა ადგილი", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















