"მაინტერესებს, ცილისმწამებლებით აივსო ქალაქი, თუ ყაჩაღები გვყავს თვითმმართველობაში?"
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციამ ქუთაისის პროკურატურასთან აქცია გამართა. პარტიის წევრებმა პროკურატურა სულხან ქობულაძისა და დავით დვალის საქმის გამოძიების განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა. ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, თუ პროკურატურა დროულად არ გამოიძიებს სულხან ქობულაძის ცემის ფაქტს, გაუჩნდება ეჭვი, რომ პროკურატურა "ქართული ოცნების" დაქვემდებარებაშია.
"მე, როგორც მოქალაქე, დაინტერესებული ვარ სულხან ქობულაძის ცემის ფაქტის გამოძიებით. მინდა გავიგო, რომელი მხარეა მართალი. საინტერესოა, ცილისმწამებლებით აივსო ქალაქი, თუ ყაჩაღები გვყავს ადგილობრივ თვითმმართველობაში?"–განაცხადა წულაიამ.
წულაია პროკურატურას საქმის დროული გამოძიებისაკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" თავმჯდომარემ სულხან ქობულაძემ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















