"მაინტერესებს, ვინ ცემა სულხან ქობულაძე? " - გია უკლება
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალისა და არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის სულხან ქობულაძის დაპირისპირების გამოძიების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა საკრებულოს სხდომაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერესი "ნაციონალმა" დეპუტატმა გია უკლებამ გამოთქვა და კითხვით მიმართა საკრებულოს თავჯდომარეს დავით დვალს, თუ რა პროცესზეა გამოძიება და ნამდვილად ყავს, თუ არა ქუთაისის საკრებულოს კრიმინალი თავმჯდომარე.
"მაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, ვინ სცემა სულხან ქობულაძე და რა დასკვნა დადო გამოძიებამ. გვაინტერესებს, ნამდვილად ყავს თუ არა ქუთაისის საკრებულოს კრიმინალი თავმჯდომარე", -განაცხადა უკლებამ. პასუხად დვალმა უკლება ქობულაძეს თანამოაზრეობაში დაადანაშაულა და ურჩია, საქმის დეტალები გამოძიებაში გაარკვიოს. "თქვენ და ქობულაძეს ერთნაირი განცხადებები გაქვთ. ჯობია, საქმე გამოძიებაში მოიკითხოთ", - განაცხადა დვალმა და უკლებას საკრებულოს სხდომებზე დასწრებისაკენ მოუწოდა.
გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით „ნიუპრესს“ საკრებულოს თავმჯდომარემ განუცხადა, რომ ინფორმაციას არ ფლობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სულხან ქობულაძემ დავით დვალი და სხვა მაღალჩინოსნები ცემაში დაადანაშაულა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















