"მდინარე გვაქვს ქუჩაზე" - ქუთაისში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ქუთაისში, მაისურაძის ქუჩაზე წყალი დაზიანებული მილის გამო იღვრება.
ქუჩის მცხოვრებლების თქმით, მაისურაძის ქუჩაზე ერთი კვირაა მილია დაზიანებული, რის გამოც გზაზე წყალი იღვრება.
„ერთი კვირაა მილი გახეთქილია და წყალი იღვრება. მდინარე გვაქვს ქუჩაზე, მოდიან წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები, მაგრამ უშედეგოდ. მოვლენ, შეაკეთებენ, მაგრამ ისევ ზიანდება მილი, სისტემატური სახე აქვს ამ პრობლემას“,-განაცხადა მაისურაძეზე მცხოვრებმა შორენა ლაღაძემ.
როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, პრობლემებს ძველი ქსელი იწვევს და სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. 2018 წლისთვის ქალაქი წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთვება.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















