„მაკდონალდსი“ იმსახურებს საუკეთესო ადგილს - თემურ ჭყონია
„ქუთაისში 2 "მაკდონალდსი" იქნება, ერევანში კი არცერთი“- ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი თემურ ჭყონია სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ერევანში მისი დაანონსების მიუხედავად „მაკდონალდსი“ არ გაიხსნება.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ერევანში რესტორნის გასახსნელად ადგილის მოძიება მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, ყველა ქვეყანაში ასეა, რომ უნდა წარადგინო პროექტი საუკეთესო ადგილით და შემდეგ „მაკდონალდსი“ მოგცემს დასტურს მშენებლობაზე.
“12 რესტორანი მაქვს საქართველოში აშენებული, შეიძლება მე "მაკდონალდსის" ოფისთან რაიმე გაურკვევლობა მქონდეს?
სასომხეთს სჭირდება "აკდონალდსი", ჩემთან ერთად, - რადგან ქუთაისში 2 "მაკდონალდსი" იქნება, ერევანში კი არც ერთი.
ადგილი რომელიც შემომთავაზეს, არ მომეწონა, მე მინდა საუკეთესო ადგილი, რადგან „მაკდონალდსი“ ამას იმსახურებს. შემდეგ მივალთ მერიაში და შევთავაზებთ პროექტს, - თუ ისინი დათანხმდებიან, ავაშენებთ, თუ არა, იფიქრონ. ამ ფიქრში ჩვენ უკვე მეცამეტე რესტორანს ავაშენებთ საქართველოში", - განაცხადა ჭყონიამ.
შეგახსნებთ, რომ ჭყონია ქუთაისში „მაკდონალდსის“ მეორე რესტორანს აშენებს. ცენტრალური მოედნის მიმდებარედ მშენებლობას საზოგადეობის ნაწილის პროტესტი მოყვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















