|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაკდონალდსში" 60-მდე ადგილობრივი დასაქმდება" [VIDEO]

ქუთაისში დემოკრატიული განვითარების ცენტრში ქალაქში "მაკდონალდსის" მშენებლობის საკითხზე საჯარო დისკუსია მიმდინარეობს, რომელსაც როგორც ქალაქის თვითმმართველობის, ასევე კომპანიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებიან. 

კომპანიის წარმომადგენლის ნიკოლოზ დარბაისელის განცხადებით, "მაკდონალდსის" შემოსვლა ნიშნავს ქუთაისის განვითარებას, ის სწორედ ქალაქის ცენტრში უნდა მდებარეობდეს, რომ ტურისტებისათვის ადვილად მისაგნები იყოს.

მისი თქვით, ობიექტიდან ქალაქი წლიურად მილიონ ლარს მიიღებს.  რაც შეეხება დასაქმებას, ახალ რესტორანში 60-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

ოპონენტების რეაქციის პასუხად კი დარბაისელმა განაცხადა, რომ ამით ისინი ქალაქში ინვესტიციის შემოსვლას ებრძვიან.

 

 ქუთაისელი არქიტექტორის, ქალაქის ყოფილი მერის დავით მელქაძის განცხადებით კი, ამჟამად შერჩეულ ადგილზე მშენებლობის დაპროექტება არ შეიძლება. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა