|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მალხაზ მაჩალიკაშვილი საპარლამენტო კომისის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს ქუთაისში აგროვებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მაგროშვილი ხელმოწერების შეგროვებას ქუთაისში აგრძელებენ. თემირნალ მაჩალიკაშვილის მშობლები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. ისინი 100 000 ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ, რომელსაც პარლამენტს გაუგზავნიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მათი სურვილია, აიძულონ ხელისუფელება კომისია შეიქმნას.

"ვგეგმავთ, შევაგროვოთ 100 000 ხელმოწერა და ვაიძულოთ დღევანდელი ხელისუფლება შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რათა ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, რატომ და რისთვის მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი. დადგინდეს ჩვენი შვილის უდანაშაულობა და დაისაჯონ დამნაშავეები"-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შვილმკვდარი მშობლები ხელმოწერებს ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ. ხელმოწერები უკვე შეგროვდა ზუგდიდსა და ბათუმში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა