|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მამუკა ბახტაძემ "მცირე მთავრობის" შემადგენლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დაასახელა. მცირე მთავრობაში  სულ 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრია. 

მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იქნება,

ფინანსთა მინისტრის- ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი – გიორგი ქობულია იქნება.

მინისტრთა კაბინეტში იქნებიან:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი.
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი,
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია, 
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია,
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო.

 

კახა კახიშვილმა, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა. თავის მხრივ, შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორი გახდა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა