მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საპატიმრო დატოვეს
„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის დატოვეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.
როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, "მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება".
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა