|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მან აღადგინა ქუთაისის თეატრი და დადგა პირველი სპექტაკლი"

ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ქართველი რეჟისორის და საზოგადო მოღვაწის გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. დაფა ლორთქიფანიძის დედისეულ სახლზე განთავსდა, სადაც ის ათი წელი ცხოვრობდა.

ღონისძიებას რეჟისორის მეუღლე ქეთი კიკნაძე, შვილი, ოჯახის წევრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მსახიობებთან ერთად ესწრებოდნენ.

ქეთევან კიკნაძის თქმით, ეს დღე როგორც ტკივილიანი, ასევე სასიხარულოა, რადგან ქუთაისში გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.

"დღეს, როგორც ტკივილიანი, ასევე სასიხარულო დღეა, ქუთაისში დედისეულ სახლზე განთავსდა გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა. მას ქუთაისი განსაკუთრებულად უყვარდა. მან აღადგინა ქუთაისის თეატრი და დადგა პირველი სპექტაკლი "ტარიელ გოლუა", -განაცხადა ქეთი კიკნაძემ.

მემორიალური დაფა ქუთაისის მერიის და იმერეთის გუბერნიის მხარდაჭერით განთავსდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა