მანანა კობახიძემ, შესაძლოა, პარლამენტი დატოვოს
მანანა კობახიძემ, შესაძლოა, პარლამენტი დატოვოს. საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის ქვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, სავარაუდოდ, მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა სექტემბრიდან ვაკანტურია. წარდგენის ვადა უკვე დარღვეულია, რადგან კამნდიდატურის წარდგენა ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა უნდა მომხდარიყო.
პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.
ვაკანსიაზე მანანა კობახიძის კანდიდატურის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საჯარო განცხადებები არ გაკეთებულა, კომენტარისგან თავს იკავებს მანანა კობახიძეც.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















