|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში დაღუპული მაღაროელის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროდან დაღუპული ზაზა აბრამიშვილის ცხედარი ამოიყვანეს.

მაღარო დღეს გამთენიისას ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

მაღაროელების თქმით, უბანი, რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა, ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მუშებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა