|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღაროელები შესაძლოა, ისევ გაიფიცონ

ტყიბულში მაღაროელებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, შესაძლოა, მორიგი გაფიცვის მიზეზი გახდეს. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის პროფკავშირების ხელმძღვანელის თამაზ დოლაბერიძის თქმით, ხელშეკრულებები, რომლებსაც კომპანია  დასაქმებულებს უფორმებს შრომითი ხელშეკრულების კანონს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტებით უქმდება ის შეთანხმება, რომელიც, რამდენიმედღიანი  აქციების შემდეგ კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შედგა.  ასევე ბათილდება შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულებს ხელფასები ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიხედვით უნდა გაზრდოდათ.

თამაზ დოლაბერიძე აცხადებს, რომ თუ მაღაროელები  შეთავაზებულ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ, ამ მიმართულებით  სასამართლო დავას ვეღარ შეძლებენ. დასაქმებულებს კომპანია აიძულებს ხელშეკრულებას ხელი დაჩქარებული ტემპით მოაწერონ, რომ იურისტის კონსულტაცია ვერ შეძლონ.

ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ ორმხრივი შეთანხმება არ შედგა, მაღაროელები გაფიცვას დაიწყებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი